Dali Khokhobashvili
იმათთვის ვინც 2020 წელს მოითხოვა და მიიღო უმუშევრობის დახმარება-Unemployment compensation.
2020 წლის დასასრულისთანავე, იანვარის ბოლოსთვის, შტატის ის დეპარტამენტები ( State Department of Labor), რომლებმაც უზრუნველყვეს უმუშევრობის დახმარების დარიგება, თქვენივე ონლაინ ანგარიშზე დაალაგებენ ფორმა Form 1099-G, რომელიც დააჯამებს იმ მიღებულ თანხას, რაც 31 დეკემბრამდე მიიღეთ. ეს ფორმა დეკლარაციის ექპერტს უნდა მიუტანოთ, რათა დეკლარაციაში დასაბეგრ სხვა თანხას დაამატოს.
ვინც წინასწარ დააკავებინა გადასახადი ამ შემოსავალზე, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება წლის ბოლოს, და იმათ ვინც არ დააკავებინა გადასახადები, მოუწევს წლის ბოლოს დეკლარაციაში გადახდა იმ შემოსავალზე რაც 2020 წლის განმავლობაში მიიღეს. წინასწარ გადასახადის დაკავება არ ნიშნავს რომ წლის ბოლოს ზუსტად იქნება გადახდილი მთლიანი გადასახადი, რაგდან ის იყო დაახლოებით გამოთვლილი ტარიფით. დეკლარაციაში ზუსტი ტარიფით გამოთვლის მერე უკვე ცხადი გახდება გმართებთ თუ გადააყოლეთ გადასახადი. გადასახადის ტარიფი იზრდება პროგრესულად შემოსავლის რაოდენობის ზრდის მიხედვით. შემოსავალში ითვლება ყველა წყაროდან შემოსული თანხები.
გადასახადის წინასწარგადახდათუ არ-გადახდა ნებაყოფლობითი იყო მაშინ , როცა უმუშევრობის დახმარება მოითხოვეთ, მაგრამ წლის ბოლოს დეკლარაციაში ის უკვე აღარაა ნებაყოფლობითი და სახელმწიფოს მკაცრად დადგენილი ტარიფით დაიბეგრება.
Dali Khokhobashvili, Enrolled Agent with IRS
ავტორის შენიშვნა: ინფორმაცია მომზადებულია ავტორის პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე და არწარმოადგენს ნათარგმნს.
