top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

იბეგრება თუ არა პანდემიისას მიღებული სახელმწიფო დახმარებები აშშ-ში


მასტიმულირებელი ფედერალური პაკეტი- stimulus checks რომელიც თუთოეულ ამერიკელზე $ 1200 ითვალისწინებს და ბავშვზე $500 (მეორე რაუნდში შესაძლოა ბავშვზეც $ 1200), არ არის დაბეგვრადი შემოსავალი, არამედ ანაზღაურებაა იმ ზარალისა რაც მოსახლეობამ განიცადა პანდემიის პერიოდში და 2020 წლის დეკლარაციაში არ შეიტანება.

ფედერალური თუ შტატისგან მიღებული უმუშევრობის დახმარება-unemployment fund, ჩვეულებრივი შემოსავალია რომელზეც იგივე ტარიფით დაიბეგრება როგორც თქვენი სხვა გამომუშავებული შემოსავალი. როდესაც უმუშევრობის დახმარებას ითხოვთ, უმჯობესია გადასახადები უკვე გადაიხადოთ (ნებაყოფლობითია და რეკომენდირებულია დააკავებინოთ 10%) თორემ, განსხვავებით თქვენ სხვა შემოსავლებისა, რასაც სხვა 1099 ფორმებით იღებთ, უმუშევრობის დახმარებაზე არავითარი ხარჯი არ არის ნებადართული და წლის ბოლოს სუფთა შემოსავალის ყოველ კაპიკზე სრული ტარიფით დაიბეგრებით.

წლის ბოლოს სახელმწიფო ფორმა 1099-G (Certain Government Payments) გამოუშვებს თქვენს სოციალურ ნომერზე, სადაც დაჯამებული იქნება წლის განმავლობაში მიღებული თანხა თუ გადასახადი (თუ გადაიხადეთ). ვინც 2020 წლის განმავლობაში მიიღო ფედერალური თუ შტატის უმუშევრობის დახმარება, არ გამოტოვოთ ფორმა 1099-G დეკლარაციის შევსებისას. ის 2021 წლის იანვარში იქნება ატვირთული თქვენს იმ გვერდზე საიდანაც ყოველ კვირა ითხოვთ დახმარებას, ან მიიღებთ ფოსტით.


მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS

წყარო:

https://www.irs.gov/individuals/employees/unemployment-compensation

https://www.businessinsider.com/personal-finance/is-the-600-unemployment-tax-free-2020-5



2,126 views
bottom of page