Dali Khokhobashvili
ვისაც IRS-თან Installment payment plan, ანუ გადასახდის ნაწილ-ნაწილ გადახდის კონტრაქტი გაქვთ.
იმ გადასახადის გადამხდელების საყურადღებოთ, ვინც IRS-თან Installment Agreements payment plan, ანუ გადასახდის ნაწილ-ნაწილ გადახდის კონტრაქტი გააკეთა 2019 წლის გადასახადის გადახდისთვის.
IRS-ფედერალური შიდა შემოსავლების სამსახური, ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას რომ ნაწილ-ნაწილ გადასახადის გადახდის კონტრაქტებს, რომელიც გადასახადის გადამხდელებმა გაგზავნეს არ დაირღვევა სახელმწიფოს მიერ და კვლავ ძალაშია (the IRS didn't default agreements), მაგრამ 15 ივლისის მერე გადასახდელ თანხას უკვე ყოველთვიური პროცენტი დაემატება.
უამრავმა ადამიანმა, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ ელექტრონულად თუ ქაღალდით გაგზავნილი ჯერ კიდევ 25 მარტის მერე, მაინც იღებენ კომპიუტერის მიერ შედგენილ სტანდარტულ წერილს, რომელშიც მთლიანი თანხაა მოთხოვნილი და გადახდის ბოლო ვადა 7 სექტემბერია.
არც ერთი კონტრაქტ გაფორმებული გადასახადის გადამხდელის ბანკიდან ჯერ თანხა არ გადახდილა მიუხედავად იმისა რომ 28 ივლისს უწევდა პირველი გადასახადი უმეტესობას. ს იმიტომ რომ People First Initiative-ის მიხედვით გადასახადის მოგროვება 15 ივლისამდე არ მომხდარა თუ პირველი გადასახადი თვითონ გადასახადის გადამხდელმა არ გადარიცხა თავისი ნებით ბანკიდან დეკლარაციასთან ერთად.
დეკლარაციებს ნაწილ-ნაწილ გადახდის კონტრაქტი თან ერთვოდა და სახელმწიფოს ის უკვე მიღებული აქვს. საცარაუდოდ, მთლიანი თანხის მოთხოვნა იმიტომ მოხდა, რომ წერილი კომპიუტერის მიერ ავტომატურად იგზავნება, და კონტრაქტის მიღება/ საპასუხო წერილს ადამიანის ხელი სჭირდება. იქიდან გამომდინარე რომ უამრავ შტატში, სადაც გაბნეულია IRS ოფისები, ჯერ კიდევ თანამშრომელთა ევაკუაციაა გამოცხადებული, კონტრაქტები არ დამტკიცებულა. ბევრმა ადამიანმაკონტრაქტის მიღების წერილიც მიიღო, მაგრამ მთლიანი თანხის მოთხოვნის წერილი მაინც მიიღო, რაც კონტრაქტს ეწინააღმდეგება.
ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ვისაც კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული, იყავით ყურადღებით რომ 28 აგვისტომდე ან წერილი მიიღოთ კონტრაქტის დამტკიცების, ან პირველი გადასახადი აიღოს სახელმწოფომ თქვენი ანგარიშიდან.
მიუხედავად იმისა , რომ IRS გვპირდება კონტრაქტს არ დაარღვევს და მიიღებს, ვერ გეტყვით რა დრო დასჭირდებათ, ან 28 აგვისტოს გადაირიცხება თუ არა თქვენი ბანკიდან პირველი გადასახადი.
მოგიწოდებთ იყოთ მზად, თუ არ გადაირიცხა ფული 28, 29 ან 30 აგვისტოს, უკვე უნდა მოემზადოთ რომ პირველი გადასახადი გაგზავნოთ თქვენ თვითონ 1. ჩეკით, 2. Money order-ით, თუ 3. ონლაინით.
ვინც ინტერნეტით გადახდასთან კომფორტულად ხართ, გადადით ამ ლინქზე და გადაიხადეთ ონლაინით.
აქ ონლაინზე გაქვთ ორი არჩევანი:
პირველი Pay Your Taxes Now გაძლევთ საშუალებას ანგარიშის შეუქმნელად შეხვიდეთ თქვენს ფაილში და გაგზავნოთ თანხა პირდაპირ ბანკის ანგარიშიდან, ან დებიტ ბარათიდან (დაგჭირდებათ 2019 წლის დეკლარაცია რათა ის ინფორმაცია დაადასტუროთ რაც გაიგზავნა დეკლარაციით, გაიმეორეთ ზუსტად ისე მისამართი და თქვენი მონაცემები როგორც დეკლარაციის პირველ გვერდზეა დიდი თუ პატარა ასოების გათვალისწინებით, შემოკლებების გათვალისწონებით ( მაგალითად: Street or St., Avenue or Ave.)
მეორე: View Your Balance and Payment History, გაძლევთ საშუალებას შექმნათ თქვენი ფაილი, დაიმახსოვროთ შესასვლელი პასვორდი და ანგარიშის სახელი, და ამის საშუალებით დააკვირდეთ ბალანსს, და გადაიხადოთ გადასახადი მაშინ როცა გინდათ.
ორივე შემთხვევაში დაგირდებათ 2019 წლის ციფრი რასაც adjusted Gross Income ქვია და არის თქვენი დკლარაციის პირველ გვერდზე ხაზი # 8B.
იმათ, ვინც ვერ გადაიხადა გადასახადი და არც კონტრაქტით ჰქონდა გაგზავნილი გადანაწილებული, შეგიძლიათ ონლაინზე გააკეთოთ კონტრაქტი თქვენ თვითონ და გაუგზავნოთ სახელმწიფოს ბანკის ინფორმაციით და იმის დაპურებით რომ ყოველთვე გადაიხდით გარკვეულ თანხას, ისინი აუცილებლად გიპასუხებენ და ჯარიმასაც აგაცილებენ.
იყავით პროაქტიული და გააკეთეთ გადასახადის გადახდა მაინც თვითონ, დაუხმარებლად, რამდენადაც შეგიძლიათ, აკონტროლეთ ბალანსი თქვენ თვითონ.
ერთი რჩევა ყველასთვის, რომლის გათვალისწინებასაც გიჩევთ, ნუ გადაიხდით გადასახადს კრედიტ ბარათით, ის თქვენ საკრედიტო ისტორიას დაბლა სწევს. გადაიხადეთ ჩეკით, მანი ორდერით, ბანკის ანგარიშიდან, ან დებით ბარათით.
კრედიტ ბარათი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ, ნებადართულია.
The IRS reminds taxpayers who received tax relief as part of the People First Initiative and didn't make previously owed tax payments between March 25, 2020 and July 15, 2020 they will need to restart those payments to avoid penalties.
Taxpayers who suspended their installment agreement payments between April 1 and July 15, 2020, will need to resume their payments by their first due date after July 15. Under the People First Initiative, the IRS didn't default agreements, but interest did accrue and the balance remained.
Taxpayers who had their bank suspend direct debit payments, should contact the bank immediately to ensure their first monthly payment on or after July 15, 2020 is sent to avoid penalties. If someone can't meet their current installment agreement terms because of a COVID-related hardship, they can revise the agreement or call the number on their IRS notice if they have a Direct Debit Installment Agreement.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled agent with IRS
https://www.irs.gov/newsroom/taxpayers-need-to-resume-payments-by-july-15
