top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ვირტუალური ვალუტის გადასახადები აშშ-ში, CRYPTOCURRENCY- VIRTUAL CURRENCY TAXATION

Updated: Jun 3, 2020

IRS განმარტებით, ვირტუალური ვალუტა არის ციფრობრივი გამოხატულება იმ ღირებულების ერთეულისა რაც გაცვლისთვის გამოიყებენა აშშ-ში ან რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. ზოგიერთ გარემოში ის ჩვეულებრივი რეალური ვალუტას წარმოადგენს მონეტისა თუ ქაღალდის სახით.

ვირტუალურ ვალუტას რეალური ვალუტის ექვივალენტური ღირებულება აქვს და და ამ უკანასკნელის შემცვლელად გამოიყენება, იგი ადვილად კნვერტირებადია რეალურ ვალუტაში.

კრიპტოვალუტა ვირტუალური ვალუტის სახეობაა, რომელიც გაცვლა გამოცვლის ოპერაციების აღსაღრიცხად იყენებს მეთოდს- კრიპტოგრაფიას, და დეტალებს ყიდვა-გაყიდვის ფაქტებისს, ღირებულებების და თარიღების შესახებ ჟურნალს blockchain-ში იწერს.

ბიტკოინი ერთ ერთი სახეობაა ვირტუალური კონვეტრირებადი ვალუტის, რომელზეც კეთდება გაცვლა გამოცვლის ოპერაციები ელექტრონულად.

ვირტუალური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა იწვევს წაგება-მოგებას და ფლობა გარკვეული დროით იწვევს დივიდენდს და პროცენტს ინდივიდუალებისთვის და ბიზნესებისთვის რომელიც სახელმწიფოს მიერ იბეგრება.

IRS კრიპტოვალუტას ჩვეულებრივ ქონებად (property) განიხილავს, რომელსაც საინვესტიციოდ იყენებენ. იმ პეროდში როცა კრიპტოვალუტას ფლობთ ის ინვესტიციაა და დივიდენდს და პროცენტს გამოიმუშავებს რაც დაბგვრადი შემოსავლის სახეა. როცა კრიპტოვალუტას გაყიდით, ის მოგებას ან წაგებას წარმოშობს, რომელიც დაბეგვრადი შემოსავლის კიდევ ერთი ფორმაა. ნებიმიერი შეხება კრიპტოვალუტასთან მკაცრად აღრიცხვადია ცენტების სიზუსტით და დაბეგვრით მთავრდება. თუ წაგება გაქვთ პირიქით გადასახადს შეგიმცირებთ.

ცოტა დამაბნეველად შეიძლებლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მარტივია თუ ჩვეულებრივ ფასიან ქღალდებად ჩავთვლით (ანუ წილებს ამა თუ იმ კორპორაციებისა) რასაც ღირებულება საყოველთაო ნდობის საფუძველზე აქვს.

საინვესტიციო გადარიცხვების დროს თუ იზარალეთ, IRS ყოველწლიურად მხოლოდ წაგების $ 3,000.00 (წყვილ ცოლ-ქმარზე, და $ 1500 ერთ ადამიანზე) დეკლარაციაში შეყვანის უფლებას გაძლევთ, მანამ სანამ ეს წაგება არ გამოილევა (20 წლამდე მომავალში).

თუ თქვენ ჩვეულებრივ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობთ, ფორმა 1099-B წლის ბოლოს მოგამარაგებენ თქვენი დეკლარაციისთვის, მაგრამ ვირტუალური ვალუტის შემთხვევაში, მოგიწევთ გამოთვალოთ მოგება-წაგება თქვენ თვითონ blockchain მეშვეობით. სავალდებულოა დეკლარაციაში შეივსოს IRS Form 8949 და Form Schedule D.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS.

https://www.irs.gov/businesses/small-businesses-self-employed/virtual-currencies

https://www.cpajournal.com/2019/01/24/the-taxation-of-cryptocurrency/

https://cryptotrader.tax/blog/how-to-report-cryptocurrency-on-taxes



327 views
bottom of page