top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ვინ ვერ მიიღებს $ 1,200.00 მასტიმულირებელ ჩეკს

ვინ ვერ მიიღებს $ 1,200.00 მასტიმულირებელ ჩეკს:

1. ზოგიერთი ემიგრანტები სოციალური დაზღვევის ნომრით ვერ მიიღებენ მასტიმულირებელ ჩეკს. In other words, immigrants with green cards or H-1B and H-2A work visas are eligible for a check. Non-resident aliens, temporary workers and immigrants in the country illegally are not. ამ განმარტებით: მწვანე ბარათიანები და H-1B and H-2A work visa მფლობელები მიიღებენ და დროებით მუშაობის უფლების მქონე temporary workers და არალეგალები ამ ჩეკს ვერ მიიღებენ.

2. 17 და მეტი წლის სტუდენტები რომლებიც მშობლებმა თავიანთ დეკლარაციაში მოითხოვეს როგორც მათზე დამოკიდებული, იმისდა მიუხედავად მუშაობენ თუ არ მუშაობენ, და გააკეთეს თუ არ გააკეთეს თავიანთი დეკლარაცია 2018 და 2019 წლებში ვერ მიიღებენ მასტიმულირებელ ჩეკს. ვერც მათი მშობლებიც ვერ მიიღებენ $500.00 17 წლის სტუდენტზე. მშობლებს მათთან ჩაწერილ მხოლოდ 17 წლამდე ასაკის შვილებზე ეკუთვნით $ 500.00. მასტიმულირებელი ჩეკი ეკუთვნით მხოლოდ იმ სტუდენტებს, ვისაც 2018 ან 2019 საკუთარი დეკლარაცია აქვს გაკეთებულ- გაგზავნილი დამოუკიდებლად და მშობლებმა ისინი არ მოითხოვეს თავიანთ დეკლარაციაში.

3. ის ადამიანები რომლებსაც არ აქვთ სოციალური დაზღვევის ნომერი ვერ მიიღებენ.

4. ის ხანდზმულები, ვინც შვილებმა თუ შვილიშვილებმა თავიანთ დეკლარაციაში მოითხოვეს თავისზე დამოკიდებულად, ვერ მიიღებენ მასტიმულირებელ ჩეკს. მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც არავის არსად მოუთხოვია დეკლარაციაში .

5. ბავშვები ვინც 2020 დაიბადა 2020- ში ვერ მიიღებენ თანხას, მათმა მშობლებმა უნდა დაიცადონ 2020 წლის დასასრულამდე, ისინი $ 500.00 მიიღებენ 2020 წლის დეკლარაციის ჩაბარების მერე.

****ვისაც ეკუთვნს $ 1,200.00 მასტიმულირებელი ჩეკი, მიიღებენ ბანკის ანგარიშზე თუ მიუთითეს თავის ბოლო დეკლარაციაში, მაგრამ ისინი ვინც ან არ მიუთითა ბანკის ანგარიში, ან მიუთითა და ეს ბანკის ანგარიში დახურა, ან მიუთითა შეცდომით, მიიღებენ ჩეკებს ბოლო დეკლარაციაში მითითებული მისამართზე.

შემოსავლების სამსახური აკეთებს პროგნოზს, რომ იქნება ბევრი გაურკვევლობა და ბევრ ადამიანს შეიძლება თვეები მოუწიოს დაცდა რათა თავისი ჩეკი მიიღოს.

ვისაც გეკუთვნით ჩეკი და 2018 და 2019დეკლარაციაბი არ გაგიგზავნიათ, დაუყოვნებლივ დარეგისტრირდით ჩეკის მისაღებად ამ ლინქზე: https://www.freefilefillableforms.com/#/fd/EconomicImpactPayment

საზოგადოებას უკვე გაგზავნილი დეკლარაციით, არაფერი აქვს გასაკეთებელი გარდა იმისა რომ დაელოდოს.


მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ფედერალური შიდა შემოსავლების სამსახურის ლიცენზირებული აგენტმა.

წყარო:https://www.yahoo.com/news/not-everyone-getting-1-200-230547719.html



2,606 views
bottom of page