Dali Khokhobashvili
გვჭირდება თუ არა SSN (Social Security Number ან ITIN რათა გავაკეთოთ კორპორაციის EIN???
სტატია განკუთვნილია ძირითადად იმ არადოკუმენტირებული ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ჯერ არანაირი ნომერი არ აქვთ, რომელთაც უამრავი კითხვა აქვთ აშშ საგადასახადო სისტემაზე და აინტერესებთ პასუხი.
რა არის პერსონალური ITIN (ტაქს აიდი) და რა არის EIN?. რა განსხვავებაა მათ შორის? რომელი გვჭირდება?-ორივე დაგჭირდებათ, მაგრამ ჯერ ერთი და მერე მეორე.
პერსონალური ITIN (ტაქს აიდი), An Individual Taxpayer Identification Number (ITIN) არის ფედერალური საგადასახადო ნომერი ინდივიდებისთვის, რასაც მოგანიჭებთ The IRS- შიდა ფედერალური შემოსავლების სამსახური იმ ინდივიდებს, რომლებსაც არ აქვთ სოციალური დაზღვევის ნომერი Social Security number (SSN) და არც აქვთ იმედი რომ ამას მიიღებენ საგადასახო წლისთვის (არაუგვიანეს 2023 წლის აპრილის 15 რიცხვამდე).
რა არის EIN-Employer Identification Number- არის The IRS- შიდა ფედერალური შემოსავლების სამსახურის მიერ შტატის კანოით დარეგისტრირებულ ბიზნეს-კორპორაციისა ან ბიზნეს-შპს-სთვისა-( LLC) მინიჭებული საგადასახადო ნომერი.
განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ერთი ITIN ინდივიდს- ინდივიდუალურ პირს ენიჭება პასპორტის საფუძველზე, და მეორე-EIN ბიზნესს- იურიდიულ პირს- ენიჭება შტატში რეგისტრაციის საფუძველზე.
იქიდან გამომდინარე, რომ პერსონალური ნომერის გაკეთებას გარკვეული ვადები აქვს, მუშაობის შეუფერხებლად დასაწყებად, ჯერ შეგიძლიათ ბიზნესი გააკეთოთ და აიღოთ EIN და შემდეგ იზრუნოთ პერსონალური ITIN (ტაქს აიდი)ს გაკეთებაზე.
პერსონალური ITIN (ტაქს აიდი)ს აღების ვადები: ერთი დეკემბერი-კალენდარული წლის ბოლო თვე მაინც უნდა იყოთ ქვეყანაში ნამყოფი, რათა დეკლარაციასთან ერთად მოითხოვოთ პერსონალური ITIN (ტაქს აიდი). ვინც ქვეყანაში 2021 წელს შემოვიდა, დღესვე შეუძლია ის მოითხოვოს. ვინც 2022 წელს შემოვიდა, მოთხოვნა გააკეთოს 2023 წლის დასაწყისშივე როგორც კი 2022 დეკემბერი დამთავრდება. მოთხოვნა გაკეთდება იმ შემოსავლის საფუძველზე, რაც თქვენივე კორპორაციიდან გაქვთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება კანონის შესაბამისად.
რადგან კორპორაციის EIN დასარეგისტრირებელად, არ ხართ ვადებში შეზღუდული, თქვენ არ გჭირდებათ თავდაპირველად სოუშელი ან პერსონალური ტაქს აიდი რათა კორპორაცია დაარეგისტრიროთ და აიღოთ EIN (ბიზნესის ფედერალური ნომერი), მაგრამ როდესაც კორპორაცი რეგისტრირდება, ეს თავისთავად ნიშნავს რომ ადამიანს ხელფასი გადაეხდება ან მოგება, რისთვისაც უკვე წლის ბოლოს (არაუგვიანეს მეორე წლის აპრილის 15სთვის) მფლობელს უნდა ქონდეს ფედერალური საგადასახადოს რეგისტრაციის ნომერი (ან სოუშელი, ან ტაქს აიდი), რათა ფინანსური წელი შესაბამისად დაიხუროს. You do not need an SSN (Social Security Number) to get an EIN. You only need an SSN (or ITIN) if you want to apply for an EIN online. You can get an EIN without an SSN by sending Form SS-4 to the IRS by mail or fax.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს კორპორაციის დარეგისტრირებას პირადი ნომრის გარეშე, ის რჩევა რომ არასოდეს დაგჭირდებათ პერსონალური ტაქს აიდი ან სოუშელი კორპორაციისთვის, და კორპორაციიდან დისტრიბუცია, ხელფასის აღება არ გააფორმოთ, არაა სწორი მიდგომა საგადასახადო კანონით. ეს ნიშნავს რომ ბიზნესი გაქვთ და ბიზნესით არ უნდა ისარგებლოთ, არც ფული არ უნდა აიღოთ მთელი წელი, მაშინ როცა შეიძლება, რომ ორივე ნომერი გქონდეთ და სხვა სრულუფლებიანი აშშ გადასახადის გადამხდელივით დახუროთ ფინანსური წელი და ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოთ.
აშშ-ში ყველა ოჯახი თუ ინდივიდი, წლის ბოლოს აბარებს დეკლარაციას სახელმწოფოს და იხდის შესაბამისი ტარიფით გადასახადს იმისდა მიუხედავად აქვს თუ არ აქვს კორპორაცია.
სწორი მიდგომა იმათთვის, ვისაც არ აქვს ჯერ არც სოუშელი (ss#) და არც ტაქს აიდი (ITIN), არის ის რომ დაარეგისტრირონ კორპორაცია, აიღონ EIN, რისი საშუალებითაც გახსნიან ბანკის ანგარიშს და დაიწყებენ ნებისმიერ საქმიანობას, და მეორე ეტაპი, ანუ უკვე 2022 რომ დამთავრდება, იანვრიდანვე გააკეთონ პერსონალური ტაქს აიდი, რათა კორპორაციიდან შემოსავალის დაფიქსირება შეძლონ და გადაიხადონ გადასახადი. ვინც ელოდებით სოუშელს 2023 წლის აპრილის 15 მდე, არ დაგჭირდებათ ტაქს აიდის გაკეთება, რადგან სოუშელი უკვე საგადასახადო ნომერია სხვა დატვირთვასთან ერთად.
იმ ემიგრანტებს, რომლებსაც არანაირი იმედი არ გაქვთ რომ უახლოეს მომავალში სოუშელს მიიღებთ, და თუ გაქვთ უკვე ორივე ნომერი ITIN და EIN, თქვენ ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე შეიძლება იშოვნოთ სამსახური, აიღოთ შემოსავალი და იცხოვროთ ისე, როგორც დანარჩენი გადასახადის გადამხდელები ცხოვრობენ, არავინ არ შეგეკითხებათ თქვენს საემიგრაციო სტატუსს, რადგან კორპორაციის უკან გადასახადის გადამხდელი დგას, რაც იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე საერთოდ არანაირი ნომერი რომ არ გაგაჩნიათ.
ის მიდგომა, რასაც ბევრი გირჩევთ, რომ არაფერში არ გჭირდებათ პერსონალური ტაქს აიდი თუ გაქვთ კორპორაცია, და მხოლოდ კორპორაციაში გადაიხდით დიდი გადასახადს (ან განულდება და არავინ არაფერს გადაიხდის) სწორი რომ იყოს, ჩვენ დანარჩენი ემიგრანტი და ასევე ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ვერ ვყოფილვართ კარგ გონებაზე რომ გადასახადებს ვიხდით კორპორაციაშიც და პირადშიც, მაშინ როცა მასე მარტივად შეგვეძლო ეგ საკითხი გადაგვეწყვიტა და გვერდი აგვექცია კორპორაციიდან ხელფასის ან რაიმე სარგებლის გადმოტანისთვის და პერსონალურში გადასახადების გადახდისთვის.
პირველ ეტაპზე კორპორაცია, მეორე ეტაპზე პერსონალური ნომერი რათა კალენდარული წელი საგადასახადო კანონის შესაბამისად დაამთავროთ.
ის რჩევა, რომ თქვენ არ აჩვენოთ შემოსავალი და არ აიღოთ პერსონალური ტაქს აიდი, რადგან მუშაობის უფლება არ გაქვთ, და საემიგრაციო სტატუსზე ცუდად იმოქმედებს, არ არის სწორი მიდგომა საგადასახადო გადმოსახედიდან, რადგან ამ ქვეყანაში ყველანაირი კანონი და მათ შორის სამიგრაციოც, საგადასახადო კანონს მიჰყვება და საგადასახდო დეკლარაციებზე გადის არამც თუ ეწინააღმდეგება. თუ ერთი კანონი უკვე დაარღვიე და მუშაობის უფლების არმქონე მუშაობ (ამერიკას ეს არ გაუკვირდება) და შემოსავალი გაქვს, მეორე კანონი აღარ უნდა დაარღვიო და აღებულ შემოსავალზე გადასახადი შესაბამისად უნდა გადაიხადო კორპორაციაში და პირადში.
IRS გამოთვლით, არალეგალური სტატუსის ემიგრანტის 50% დან 75 % უგზავნის ყოველ წელს სახელმწიფოს დეკლარაციას, და იხდის მილიონობით გადასახადს. პროგრამა 1996 წელს შეიქმნა და ნომერიც 1996 წლიდან ეძლევათ. გარდა ამისა, რომ ისისნი ეხმარებიან ბიუჯეტს გადასახადებით, ისინი ხარჯავენ გამომუშავებულ თანხას აშშ-ში და ეხმარებიან ამერიკას ახალი სამსახურების შექმნაში და მთლიანობაში ეკონომიკას. ასე რომ ტაქს აიდი და ინდივიდუალური ტაქს აიდი აშშ-ში მიღებული პრაქტიკაა და ამას სახელმწიფო პატივისცემით ექცევა. ვეცადოთ ყველა გავხდეთ ამ პატივისცემის ობიექტები. ყველას წარმატება. ~
P.S. კიდევ ერთხელ, ვინც ელოდებით სოუშელს, გააკეთეთ პირდაპირ კორპორაცია და დაელოდეთ სოუშელს, ტაქს აიდიში დროს და ფულს ნუღარ დახარჯავთ.
სტატია მომზადებულია
დალი ხოხობაშვილის მიერ,
EA authorized to practice before IRS
https://www.irs.gov/individuals/individual-taxpayer-identification-number
https://www.irs.gov/pub/irs-utl/20-Immigration%20and%20Taxation.pdf
