Dali Khokhobashvili
გეხებათ ყველას, ვისაც unemployment insurance გაქვთ მიღებული 2020 წელს,
IRS- მა და დეკლარაციების მოსამზადებელი პროგრამების პროვაიდერებმაც უკვე შეიტანეს ახალი რეგულაციის შესაბამისი ცვლილებები დეკლარაციების მომზადების პრცესში.
იმათ ვისაც ჯერ არ გაუგზავნია დეკლარაციები, თქვენი დეკლარაცია უკვე არ დაბეგრავს 2020 წელს მიღებულ $ 10,200 ფედერალურ განყოფილებაში.
იმათ ვინც უკვე გაგზავნეთ დეკლარაცია და წინა კანონის შესაბამისად გადაიხადეთ გადასახადი მთლიან აღებულ თანხაზე. IRS-მა უკვე იზრუნა თქვენზე და არაფრის შეცვლა არ მოგიწევთ, არც დეკლარაციის შემცვლელი ვინმე დაგჭირდებათ, და არც არაფერი არსად არ უნდა შეავსოთ, უკვე გაგზავნილ დეკლარაციებზე ავტომატურად გამოიშვება რეფანდი იმ განსხვავების შესაბამისი, რაც წინა კანონის მიხედვით გადაიხადეთ და არ უნდა გადაგეხადნათ. ასე რომ არ გაქვთ იმ საყოველთაო პანიკის საფუძველი რომ სამუდამოდ დაკარგეთ, ან გადააყოლეთ გადასახადი და ეხლა რა უნდა ქნათ.
დეკლარაციების თვით მომმზადებლებს, თუ პროფესიონალებს,თუ თვითონ გადასახადის გადამხდელებს, ფრთხილად იყავთ შტატებთან!!! ზოგი შტატი ისევ ბეგრავს ამ თანხას და უკან ხელით უნდა დაემატოს მარტო შტატის ნაწოლში როგორც modification-addition,
მართალია არის ნიუ იორკის შტატის სენატში კანონპროექტი ფედერალური კანონის შესაბამისობაზე, მაგრამ, ჯერ ჯერობით ნიუ იორკი ამ თანხას ბეგრავს. როგორც ვიცით ამერიკის კონსტიტუციით, შტატებს შეუძლიათ მიიღონ, ან არ მოოღონ ფედერალური ცვლილებები.
როდესაც დეკლარაცია კეთდება, $ 10,200 უმუშევრობის დახმარება ავტომატურად აკლდება ფედერალურ და შტატის შემოსავლებს, მაგრამ ყველა დეკლარაციის ავტორმა უნდა გასინჯოს შესაბამისი შტატის კანონი და შესაბამისად მოიქცეს. ლოკალური რეგულაციის გაუთვალისწინებლობა მოგვიანებით გამოიწვევს დამატებით გადასახადს და ჯარიმას არგადახდილი გადასახადის პორციის გამო შტატის მხრიდან. გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი შტატი ამ ლინქზე მიყვება თუ არ მიყვება ფედერალურ რეგულაციას $ 10,200 დაუბეგრაობაში და დარწმუნდეთ მომავალში სიურპრიზები არ გელოდებათ (https://www.crosslinktax.com/customer-resources/States-1040-Unemployment-Income-Exemption-Decisions.aspx).
მაგალითისთვის, ნიუ იორკი, ჩრდილოეთ კაროლინა და კოლორადო არ აღიარებს ფედერალურ ცვლილებას, ბეგრავს მთლიან უმუშევრობის დახმარებას, თანხა უკან უნდა დაემატოს შტატის დეკლარაციას. ნიუ ჯერსში, მასაჩუსეთი, და პენსილვანიის დეკლარაციებში არაფერი შეცვლილა, რადგან არც ადრე ბეგრავდა უმუშევრობის დახმარებას, და არც ფედერალურმა ცვლილებებმა იქონია გავლენა. მიჩიგანი და კანზასი მიჰყვება ფედერალურ რეგულაციას და ადრე დაბეგრილი უმუშევრობის ბენეფიტს $ 10,200 აღარ დაბეგრავს.
მადლობა IRS-ს რომ შეგვიბრალა საგადასახადო დეკლარაციების უკვე გაწამებული პროფესიონალები, და აღარ მოგვიწევს ისედაც უსასტიკესი ცვლილებების ქარიშხალის წლის ძლივს მომზადებული და გაგზავნილი დეკლარაციების ვაი-ვიშით შეცვლა, გადაკეთება და პანიკასთან გამკლავება.
გთხოვთ ყველამ ნახეთ თქვენთვის შესაბამისი დეტალი ამ სტატიაში რომ არავისთან კითხვა და სათითაო სატელეფონო ზარები არ დაგჭირდეთ.
გაგზავნილი დეკლარაციების მფლობელები, არაფერს არ აკეთებთ, ელოდებით სახელმწიფოს სანამ არ დაგიბრუნებთ გადაყოლებულ თანხას. კითხვას ნურავის დაუსვავთ, ვერავინ გიპასუხებთ. დაველოდოთ.
