Dali Khokhobashvili
გექნებათ თუ არა კერძო თუ სახელმწიფო პენსია აშშ-ში და რამდენი წლის მუშაობის შემდეგ?
ეს არის კითხვა, რასაც ყველა ემიგრანტი სვავს.
აშშ-ში არის ორი საპენსიო სისტემა: სახელმწიფო სოციალური ბენეფიტების (საპენსიო) სისტემა და ასევე კერძო საპენსიო სისტემა. სახელმწიფო სოციალური ბენეფიტები სავალდებულოდ გადახდილი გადასახადებით გროვდება, ხოლო კერძო საპენსიო ფონდები მხოლოდ კომპლექტდება მხოლოდ ნებაყოფლობით დაგროვილი თანხებით.
სიტყვა "პენსია" ქართული ანალოგისგან განსხვავებით აშშ-ში მხოლოდ კერძო საპენსიო ფონდებთან ასოცირდება. ხოლო ის თანხები, რასაც ჩვენ აშშ-ში შეცდომით პენსიას ვეძახით, სინამდვილეში იწოდება საპენსიო ასაკის სოციალურ ბენეფიტად ანუ "სოციალურად" (social security retirement benefits).
სოციალური დაზღვევის თანხების Social Security funds დაგროვება და განაწილება საპენსიო ყოველთვიურ ბენეფიტად უკვე საპენსიო ასაკში სახელმწიფოს მიერ ორგანიზდება და მკაცრად განსაზღვრული ფორმულებით გამოითვლება.
თუ სოციალური დაზღვევის ნომრის (Social Security number) მფლობელი მქონე გადასახადის გადამხდელი მუშაობს 40 კვარტლის განმავლობაში (10 წელი, 40 პოინტი), უკვე 62 ანდ 62,5 წლის ასაკში (ეს დამოკიდებულია დაბადების თვეზე), მას ეძლევა სოციალური დაზღვევის დაგროვილი თანხიდან თვიური ბენეფიტის მიღების უფლება. თანხის რაოდენობა დამოკიდებულია წლების განმავლობაში დაგროვილი თანხის რაოდენობასა და დაგროვების ხანგრძლივობაზე.
კერძო პენსია, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ ორგანიზდება, გროვდება საპენსიო კერძო ფონდებში, ინდივიდების ხელფასიდან ნებაყოფლობით-სისტემატიური ჩარიცხვის შედეგად. თუ თქვენ არ რიცხავთ თანხებს ყოველი ჩეკიდან საპენსიო ფონდებში, რომელიც შეილება თქვენ თვითონ გქონდეთ დაწესებული ან დამქირავებლის მიერ იყოს ორგანიზებულ-შემოთავაზებული, თქვენ არ გექნებათ კერძო პენსია და გექნებათ მხოლოდ სოციალური დაზრვევის თანხა საპენსიო ასაკში. საპენსიო ფონდში სამი მხარე მონაწილეობს. ვინ არის სამი მხარე რომელიც კერძო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს? ერთი მხარე ხართ თქვენ, მეორე მხარეა თქვენი დამქირავებელი, ვინც თქვენი ხელფასიდან თანხებს გზავნის მეასმე მხარეში-ანუ საპენსიო ფონდში. მონაწილე სამივე მხარე, სახელმწიფოს მკაცრად დაწესებული საპენსიო- საგადასახადო კანონების მიხედვით მოქმედებენ დაგროვება-განაწილებისას.
აშშ-ში, თუ თქვენ არ გააკეთებთ საპენსიო ფონდს თქვენ თვითონ, ან დამქირავებელი არ გაგიკეთებთ, და არ რიცხავთ გარკვეულ პროცენტს ხელფასიდან სისტემატიურად, პენსია არ გექნებათ (გექნებათ მხოლოდ სოციალური ბენეფიტი). ზუსტად ესაა განსხვავება პენსიასა და სოციალურ დაზრვევას შორის.
ბევრ გადასახადის გადამხდელს ჰგონია რადგან სახელმწიფოს ფიქსირებულ გადასახადს იხდის პენსიაც ექნება, მაგრამ ეს ესე არ არის. ლიბერალურ, საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, თუ არაფერს დააგროვებთ არც რაფერი გექნებათ გასანაწილებელი საპენსიო ასაკში.
თუმცა თუ დიდ ხნის მუშაობის და გადასახადების გადახდის ისტორია გაქვთ სოციალური დაზღვევსი ჩეკი შესაძოა საკმაოდ დიდი იყოს.
კერძო საპენსიო ფონდები სხვადასხვაა და მათი მორგება თქვენ სიტუაციაზე შეიძლება.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ვისაც ბიზნესი აქვს და დეკლარაციას აკეთებს ყოველ წელს, და ცდილობს რაც შეიძლება დიდი ხარჯები აჩვენოს რომ ნაკლები მოგება დარჩეს, მცირე მოგებაზე პერსონალურდეკლარაციაშ მცირე გადასახადს იხდიან და სოციალური დაზღვევის ფონდშიც მცირე თანხები უგროვდებათ. რაც იმას ნიშნავს რომ არამც თუ პესნია, სოციალური დაზღევის თანხაც მცირე ექნებათ საპენსიო ასაკში. ანუ დღევანდელი კვერცხის პრინციპით ვინც მოქმედებს.
უკვე გამოცდილი ბიზნესის მფლობელები თვითონ აწესებენ საპენსიო მინი-ფონდებს კერძო საპენსიო ფონდებთან და იქ ირიცხავენ თანხებს ბიზნესიდან, რაც აძლევთ საშუალებას დაზოგონ გადასახადიც. საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები ხარჯია ბიზნესისათვის და არ იბეგრება პერსონალურ დეკლარაციაში როგორც შემოსავალი (ორმაგი სარგებელი).
ბიზნესის მფლობელობა არ ნიშნავს მხოლოდ კორპორაციის ან შპს ქონას, თუ თქვენ თვითდასაქმებილი ხართ და 1099 ფორმას იღებთ, ესეც ითვლება რომ ბიზნესის მფლობელი ხართ.
W2 ზე მომუშავე გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც უფრო მეტ გადასახადებს იხდიან ვიდრე თვითდასაქმებულები და ბიზნესმფლობელები (არა ყოველთვის), უფრო მეტი სოციალური დაზღვევის თანხები უგროდებათ და მათი საპენსიო ასაკის შემოსავალიც მეტი იქნება. მოითხოვეთ დამქირავებლისგან შეგიყვანონ საპენსიო ფონდში და გადაგირიცხონ ყოველი ჩეკიდან გარკვეული პროცენტი. საპენსიო ფონში ჩარიცხული თანხები თქვენი ფულია, ინვესტიციაა რომელიც იზრდება, ემატება და ხანდაზმულობაში მოგეხმარებათ.
თუ თქვენ გაქვთ კერძო საპენსიო ფონდიც და გადასახადებსაც იხდით დიდი ხანია, ამ სიტუაციაში, სოციალური დაზღვევის თანხების აღების დაწყება შეგიძლიათ 62 წლიდან დაიწყუოთ, და მუშაობის პარალელურად იღოთ. მაგრამ კერძო პენსიას სანამ მუშაობთ ვერ მიიღებთ და მხოლოდ მუშაობის შეწყვეტის მერე დაგენიშნებათ. შესაძლებელია რომ ერთდროულად მიიღოთ სოციალური დაზღვეისა და პენსიის თანხებიც რაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მაშინ როცა უკვე სამსახურს თავს დაანებებთ.
***მოტანილი სტატია არ წარმოადგენს ნათარგმნს, არამედ პრაქტიკული გამოცდილებისა და საპენსიო ფონდების შესახებ სემინარებზე მოსმენილი ინფორმაციის შეჯამებაა.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Dali Khokhobashvili, ENROLLED AGENT WITH IRS.
