Dali Khokhobashvili
გაინტერესებთ რა გექნებათ საპენსიო ყოველთვიური ბენეფიტი წლების მუშაობის შემდეგ?
https://secure.ssa.gov/RIL/SiView.action?utm_source=GovDelivery&utm_medium=email&utm_campaign=reviewyourstatement
ეს არის ინტერნეტ ბმული (ლინქი) იმ ადამიანებისთვის, ვინც გამუწყვეტლივ მეკითხება თუ რამდენი პოინტი აქვთ დაგროვილი საპენსიოდ და რამდენი ექნებათ პენსია დოლარებში როცა გავლენ პენსიაზე, ვგულისხმობ სახელმწიფო სოციალურ საპენსიო ბენეფიტს, რაც გადასახადების გადახდის ისტორიის შედეგად გექმნებათ.
ყველა ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც გაუკეთებია დეკლარაცია აქ, ამ ლინქზე შეუძლია დარეგისტრირდეს, SOCIAL SECURITY ADMINISTRATION-თან, შექმნას ონლაინ ACCOUNT, თავისი USER NAME-ით და PASSWORD-ით. როგორც კი გააკეთებთ ანგარიშს, მაშინვე დაინახავთ თქვენს ისტორიას და იმას რაც დღევანდელი სიტორიით სახელმწოფო ფორმულით გამოთვლილი უზუსტეს შესაძლო ყოველთვიურ ბენეფიტს დოლარებში ($). ასევე ნახავთ თქვენი შემოსავლების ისტორიას წლების მიხედვით. აქვე გადაამოწმეთ ხომ არაფერია გამორჩენილი რომელიმე წელს, და სანამ დროა გაარკვიეთ.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თანხა, რასაც ხედავთ ნაანგარიშებია იმ ალბათობაზე რომ რაც ამ ბოლო წელს გქონდათ შემოსავალი ამას გაიმეორებთ ყოველ წელს და გახვალთ პენსიაზე 67 წლის ასაკში. დეტალები და მოდიფიკაციები ნახეთ შიგნით.
ანუ ციფრს რასაც დაინახავთ არ არის ის თვიური ბენეფიტი, რასაც მიიღებთ თვიურად 67 წლის ასაკში დღესვე რომ დაანებოთ თავი მუშაობას. ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნორმალურ სიტუაციაში, თუ რამე ჯანმრთელობის პრობლემა არაა, ადამიანები და არც სახელმწოფო არ იყენებს იმ ალბათობას, რომ დღეის მერე არაფერს აღარ ჩარიცხავთ ბიუჯეტში თქვენს სოციალურ ნომერზე, ან წახვალთ საქართველოში, ან შემოსავალს დამალავთ. ციფრები კიდევ და კიდევ გამოთვლილია იმის ალბათობაზე, რომ გაგრძელებთ ბიუჯეტში გადახდას ყოველ წლიურად.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ბოლო წელი შეიძლება ჯერ არ იყოს ასახული ისტორიაში, განსაკიღტებით ვისაც W2-ზე არ უმუშავია. ძირითადად დიდი ქულები W2-ზე მუსაობის შედეგად გიგროვდებათ, თვითდასაქმებულები შედარებით მცირე საპენსიო ბენეფტს უნდა ელოდონ.
გაფრთხილება!!!!!!!!
იყავით ძალიან ფრთხილად ანგარიშის შექმნისას, გთხოვთ ნუ გააკეთებინებთ ნურავის თქვენს გარეშე, ნუ გააკეთებინებთ სხვისი კომპიუტერიდან, იყავით იქ სადაც ეს გაკეტდება ყოველი წუთი და შეინახეთ PASSWORD AND USER NAME. აკონტროლეთ, იმეილი სავალდებულოა გამოიყენოთ და ნურავის იმეილს ნუ გამოაყენებინებთ დასადასტურებლად რაც არ უნდა უსაფრთხოებას შეგპირდნენ, გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი იმეილი და კომპიუტერი. თუ არ გაქვთ ამის საშუალება, ჯობია ცნობისმოყვარეობას სძლიოთ და არ გააკეთოთ სანამ არ გექნებათ. საკუთარი მონაცემების უსაფრთხოებაზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ მომენტში. სხვის იმეილს თუ გამოიყენებთ ერთხელ, სამუდამოდ იმ იმეილის მფლობელს ექნება გასაღები თქვენი მონაცემების.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა Enrolled Agent with IRS.
