Dali Khokhobashvili
გადასახადის იმ გადამხდელებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ ბალანსი აქვთ დარჩენილი IRS-თან 2020 წლისთვის.
გადასახადის იმ გადამხდელებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ ბალანსი აქვთ დარჩენილი IRS-თან 2020 წლისთვის და კონტრაქტით ელოდებოდა გადასახადის გადანაწილებას და თვიურად გადახდის ავტომატურ სისტემას.
გთხოვთ წაიკითხეთ IRS-ის ოფიცერთან ჩემი საუბრის ნათარგმნი ტრასკრიპტი. ეს საუბარი 2020 წლისთვის და ასევე 2019 წლისთვისაცა. უამრავ ადამიანის 2019 წლის გაგზავნილი დეკლარაციის გადახდაც კი არ დასრულებულა.
იქიდან გამომდინარე, რომ ვისაც ჯერ კიდე გადაუხდელი ბალანსი გაქვთ, ბევრმა თქვენგანმა მიიღო წერილი IRS-დან ბალანსის თაობაზე, და ბევრი კიდე მიიღებს, და ბევრმაც არაფერი არ მიიღო, და ნერვიულობს იმაზე თუ რა მოხდება, რადგან ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვერც IRS personal ONLINE ACCOUNT-ზე ხედავენ ვერაფერს, არც ბალანსს და არც რაიმე გადახდას თუ რამე ნაწილი უკვე გადაიხადა. იმის გარკვევაც კი ძნელია მიიღო თუ არა IRS-მა დეკლარაცია.
პირველი რეკომენდაცია: იმისთვის რომ გაიგოთ, მიიღო თუ არა IRS-მა დეკლარაცია, პირველ რიგში თქვენი დეკლარაციის მომმზადებელმა პროფესიონალმა უნდა გაგცეთ პასუხი, რადგან ელექტრონულად გაგზავნილ დეკლარაციებზე ჩვენ 15 წუთში უკვე ვიცით რომ სახელმწიფომ ჩაიბარა თქვენი დეკლარაცია, თუ არ ჩაიბარა და რამე პრობლემაა.
თუ თქვენი დეკლარაცია მიღებულია, ანუ რაღაც თანხები უკვე ჩამოგეჭრათ, შტატის ან პირველად დეკლარაციასთან ერთად გადახდილი თანხა, ეს იმას ნიშნავს რომ დეკლარაცია უკვე ადგილზეა და პროფესიონალთან დადასტურება აღარ გირდებათ. ეხლა უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული პროცესის ხანგრძლივობა.
აქ მოტანილია ტრანსკრიპტი ჩემი სატელეფონო ზარისა IRS tax practitioner hot line-ზე, რომელიც ჩვენთვის, გადასახადების პროფესიონალების-თვისაა როგორც ინსტრუქცია და ამავდროულად თქვენ, გადასახადის გადამხდელებიც იპოვით პასუხებს თქვენს სიტუაციასთან დაკავშირებით.
გთხოვთ წაიკითხოთ კითხვა პასუხი, რომელიც საუბრის ტრანსკრიპტის თარგმანს წარმოადგენს (რამდენადაც შეიძლება სიზუსტე დაცულია). მისალმება და ურთიერთპრეზენტაცია განზრახ გამოტოვებულია.
კითხვა (დალი): ბოლო კვირაში ბევრი გადასახადის გადამხდელი დამეკონტაქტა, მათი კონტრაქტი გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადასახადის გადახდაზე უკვე გაგზავნილი და მიღებულია, უმეტესობამ მიიღო კონტრაქტის მიღების წერილი, ზოგმა საერთოდ არაფერი არ მიიღო და ნერვიულად ელოდებიან ბანკიდან თანხების ჩამოჭრას. თუ შეიძლება ვითხოვო ინსტრუქცია თქვენგან, თუ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში, რათა არც სახელმწიფოს და არც ჩემს კლიენტებს არ მიადგეთ ზარალი. უმეტესობა ონლაინზეც კი ვერ ხედავს თავის ფაილში რომ ან ვალი აქვს, ან კონტრაქტი, ან რაიმე გადაიხადა.
პასუხი (მისტერ ლოიდი, IRS officer): სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გვესმის თქვენი მდგომარეობა. IRS ვალდებულია მაშინაც კი, თუ კონტრაქტი პროცესშია მთლიანი გადაუხდელი ბალანსი გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელებს იმ ყველა დეტალის დაცვით, და იმ მუქარებით, რასაც კანონი ითვალისწონებს. უამრავი კონტრაქტი უკვე დამტკიცებულია მაგრამ ეს წერილები ავტომატურად გაიგზავნა, ისინი არის computer generated letters, რაც ავტომატურად იგზავნება იმ გადასახადის გადამხდელებთან, ვისაც რაიმე ბალანსი აქვთ დარჩენილი. თანამშრომლების სიმცირის გამო ყველაფერი ვერ კონტროლდება. მე გირჩევთ, რომ იმ გადამხდელებმა, ვინც უკვე კონტრაქტზე პასუხი მიიღო, იცოდნენ, რომ იმათი ბანკის ანგარიშებიდან მოხდება თანხის აღება, მაგრამ ვერ გეტყვით როდის. მაგრამ იმათ, ვისაც კონტრაქტზე ჯერ პასუხი არ მიუღიათ, არ უნდა გაუკეთონ იგნორირება იმას, რომ სახელმწიფოს გადასახადი ჰმართებთ, და თუ სახელმწიფო აგვიანებს პასუხს, ეს არ ნიშნავს რომ გადახდის ვადა გადაიწია. რეკომენდირებულია პირველი გადახდის თავად გაკეთება სანამ ავტომატური გადახდის სისტემა აეწყობა.
კითხვა (დალი): მე ყველა კონტრაქტში ვიყენებ თვის 28 რიცხვს ყოველთვიურ გადასახდელად და ასე ვფიქრობდი რომ 28 ივნისს პირველი გადარიცხვა მოხდებოდა. რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ 28, 29 და 30 ივნისს და ივლისსაც არ გამოჩნდა ბანკში პირველი დებიტები? გადამხდელები რომლებმაც ყველაფერი ვადების დაცვით გაგზავნეს ნერვიულობენ და არ უნდათ დაჯარიმდნენ. მათ თანხები მზადყოფნაში აქვთ, და ელოდებიან როდის ჩამოეჭრებათ?
პასუხი (მისტერ ლოიდი, IRS officer): საერთოდ, გარედან ადვილი სჩანს ბანკიდან თანხის აღება, მაგრამ IRS-სთვის ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. პირველი თანხის ჩამოჭრისთვის, უნდა გაიგზავნოს ბანკში ინფორმაცია, მერე ბანკმა უნდა დაადასტუროს უკან, და კიდევ სხვა ლეგალური მხარეებიც, ამოტომ თუ 28 ივნისამდე ეს ვერ მოესწრო, ვივარაუდოთ რომ 28 ივლისისთვის მოესწრება, მაგრამ ყველასთვის მაინც ვერ მოესწრება რადგან IRS ეხლა ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს.
კითხვა: მყავს ადამიანები, რომლებიც მზად არიან დღეს ან ხვალ მთლიანი თანხა გადაიხადონ, მაგრამ ჩემი კითხვაა, რომ გადავახდევინო ეხლა, შემთხვევით, კიდე ხომ არ ჩამოწეჭრებათ ყოველთვიური თანხა თვის ბოლოს, რადგან კონტრაქტი პროცესშია? როდის აისახება იმათ ბალანსზე გადახდილი?
პასუხი: ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ბოლო დღეებში ვინც გადაიხდის, მეორეთ არ ჩამოეჭრება თვიური თანხა თუ ამასობაში კონტრაქტი გაიმართა, ამიტომ თუ ამას აპირებთ სასწრაფოდ გადაიხადეთ რათა აისახოს თქვენს ბალანსზე, და 28-ში რომც აპირებდეს IRS, თანხის აღებას,თუ უკვე ნულოვანი ბალანსია, აღარ დაიბეგრებით. რაც ახლოს გადაიხდით 28სთან ბალანსს, მით მეტი შანსია რომ ისევ ჩამოგეჭრათ კონტრაქტის თანხა, იმიტომ რომ მისი ასახვა უბრალოდ არ მოესწრო. ყველაზე კარგი რჩევა არის გააკეთოთ ონლაინ ანგარიშები და იქიდან გადაიხადოთ, ონლაინზე გადახდა მაშინვე აისახება ბალანსზე. კონტრაქტიც თუა დამტკიცებული, ონლაინზე იქნება ინფორმაცია და ნახავთ.
კითხვა: ანუ ვისაც გადახდა უნდა, მთლიანის თუ ნაწილის, შეუძლია გადაიხადოს ონლაინზე და მერე დაელოდოს? ასევე ვფიქრობ, რომ ვისაც მთლიანი გადასახადის დაფარვა უნდა, გადაიხადოს ეხლავე ონლაინზე და ვისაც არ შეუძლია მთლიანის დაფარვა, დაელოდოს 28 ივნისს?. თუ თანხა კიდე არ ჩამოეჭრათ, უკვე ივლისს უნდა თვითონ გადაიხადონ თვითონვე ის ყოველთვიური ნაწილი რაც მითითებული იყო კონტრაქტში. რას მეტყვით?
პასუხი: ვინც მთლიანად ვერ დაფარავს თანხას, დაელოდოს თვის ბოლოს 28ს, იქნებ ყოველთვიური გადარიცხვა დაიწყოს, და თუ ვერ მოეწრო, უკვე აუცილებლად უნდა გაკეთდეს გადახდა საკითარი ინიციატივით, გირჩევთ კვლავ ონლაინზე, თუმცა ჩეკით, money order-ით და ტელეფონითაც შეიძლება. გეუბნებით, რომ თუ IRS კონტრაქტი მიღებული აქვს, დროის ამბავია, თორემ არაფრით არ მოხდება იმ კონტრაქტის იგნორორებამ რომელიც გადასახადის გადამხდელმა თუნდაც თებერვალში, და თუმდაც ივლისში გაგზავნა.
კითხვა: ბატონო ლოიდ, მადლობა, მე უბრალოდ არ შემეძლო ამდენ ადამიანს ვუთხრა რომ იგნორირება გაუკეთონ სახელმწიფოს წერილს, რომელიც გადასახადს ითხოვს და ჯარიმით იმუქრება. მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ კონტრაქტზე მყოფ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ მაინც ვურჩევთ რომ 28 ივნისის მერე თუ არ ჩამოეჭრათ თანხა, გააკეთონ პირველი გადახდა თვითონ, და კიდე ვურჩევ რომ ვისაც გაქვთ თანხა მობილიზებული, გადაიხადეთ სულ მთელი ერთად და ყველა პრობლემა მოგვარდება.
საუბრის დასასრული
ინსტრუქცია გადასახადის გადამხდელებს:
აქვე მოგაწვდით იმ ლინქს სადაც გადასახადის გადახდა შეგიძლიათ (ჩასვით ეს ლინქი გუგლის საძებნ ველში).
გაქვთ ორი არჩევანი: 1. შექმნათ ანგარიში და დააკვირდეთ ბალანსს (create account) ან 2. ერთჯერადად გააკეთოთ გადახდა (direct pay). ორივე ვარიანტში დაგჭირდებათ თქვენი აიდენტიფიკაციის დადასტურება 2020 წლის დეკლარაციით. გაიმეორეთ ყველაფერი ისევე როგორც ეს დეკლარაციაში (ქუჩის სახელი, ნომერი, დიდი ასოთი თუ პატარა ასოთი), გახსენით თვალწინ დეკლარაცია და ზუსტად ისე შეიყვანეთ ინფორმაცია. ასევე დაგჭირდებათ დასადასტურებლად ციფრი adjusted Gross income,რომელიც თქვენს დეკლარაციაშია ფორმა 1040-ში ხაზი # 11-ზეა.
რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, თითქმის გამორიცხულია რომ შეცდომა დაუშვათ, რადგან, თუ უშვებთ შეცდომას, ვებ გვერდი თქვენს ანგარიშში არ შეგიშვებთ, და ვერც გადახდას გააკეთებთ.
გადახდის მერე შეინახეთ კონფირმაცია-დადასტურება. და დაველოდოთ ყოველი თვის ბოლოს შენმდეგი გადახდისთვის. ამასობასი შეიძლება კიდეც წამოგეწიოთ კონტრაქტიტ ავტომატურად გადახდის სისტემა.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent to practice before the IRS
ეს ლინქი ანგარიშის გასაკეთებლადაა
https://directpay.irs.gov/directpay/payment?execution=e1s1
ეს ლინქი არის ანგარიშის გაუკეთებლად პირდაპირი გადახდისთვის.

