top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ახლანდელი და მომავალიბიზნეს სესხები პანდემიის პირობების ეკონომიკაში, შემოთავაზებები და რეგულირებები.

აშშ-ს დემოკრატების და რესპუბლიკელების პარტიიების მუდმივი ოპოზიციურუბის და მიუხედავად, პანდემიის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად, ორმხრივი შეთანხმებაა იმ საკითხზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაბალპროცენტიანი სესხები მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

დაწესებულია კონტროლი თანხების მიზნობრივად დახარჯვაზე, რომელიც წლისბოლოს ამოქმედდება. მაგრამ მანამ, სანამ ეკონომიკა ჭრილობებს იშუშებს, ფისკალურ და მონეტარულ სფეროში კიდევ ერთი მასშტაბური კანონპროექტია შემოთავაზებული სენატის მიერ, რომელსაც RESTART Act ეწოდება.

RESTART Act ითვალისწინებს ბიზნესებისთვის ახალი სესხების ნაკადს, რომელიც დაბალ პროცენტში 7 წლით იქნება შეთავაზებული.

ამჯამად არსებული 1 % იანი PPP სესხები რომელიც 5 ივნისამდე გაკეთდა 2 წლიანი ვადით, და 5 ივნისის მერე აღებული სესხები 5 წლიანი ვადითაა შემოთავაზებული. PPP სესხის ხარჯვა დროშია შეზღუდული და სესხის აღებიდან 8 კვირაში (56 დღეში) უნდა მოხდეს. ასევე, ამ სესხის ნაწილი შესაძლოა ბიზნესებს ეპატიოს იმ შემთხვევაში თუ ის თანამშრომლების ხელფასებში დაიხარჯა (ვისაც ჰყავს). ყურადღება მიაქციეთ ვისაც აღებული გაქვთ PPP სესხი ვადებს, უნდა დაფაროთ ან 2 წელში ან 5 წელში თანხის აღების თარიღიდან გამომდინარე, და არა 30 წელში. ეს არ არის 30 წლიანი სესხი.

ახალი სესხი RESTART Act-ით გათვალისწონებული სესხები 7 წლიანი იქნება და სრულად უნდა დაბრუნდეს უკავ ვადებში და მისი პატიება არ გაითვალისწინება. მაგრამ ამ სესხის დახარჯვისთვის სახელმწიფო ნაკლებად მკაცრი იქნება და არ ექნება ის შეზღუდვები რაც წინა ბიზნეს სესხებისთვის ჰქონა გათვალისწინებული. თუმცა, პერსონალური ხარჯების დაფარვა, პერსონალური ქონების შეძენა და პანდემიამდელი ძველი ვალების გასტუმრება არც ერთი სესხის გამოყენებით არ შეიძლება.

ასე რომ, ვინც ვერ მოასწრო ან არ აიღო PPP loan, სხვადასხსვა მიზეზის გამო, მაგრამ აქვს სესხის საჭიროება თავის ბიზნესში, აშშ ფედერალური მთავრობა კიდევ გეგმავს მათ დახმარებას.

იყავით გულისხმიერები სესხის აღებასა და შემდეგ ხარჯვაში, ვისაც არ გაქვთ ბიზნესი და არც თვითდასაქმებული ხართ (1099), და მუშაობთ მხოლოდ w2-ზე, არ გეკუთვნით ბიზნეს სესხები, თუმცა არასწორი ინფორმაციის საფუძველზე მისი მოპოვება შეიძლება. კიდევ უარესია ამ სესხების არამიზნობრივად ხარჯვა და პირადი საჭიროებისთვის ან პირადი ქონების დასაგროვებლად გამოყენება.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS

https://www.forbes.com/sites/sarahhansen/2020/08/04/a-new-small-business-relief-proposal-even-bigger-than-the-ppp-could-be-part-of-the-next-stimulus-bill/#51a58ffd35a8

https://www.sba.gov/funding-programs/loans/coronavirus-relief-options/paycheck-protection-program

https://www.womply.com/blog/how-long-do-i-have-to-pay-back-my-ppp-stimulus-loan-for-covid-19/



582 views
bottom of page