top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ბიზნესის და თვით-დასაქმებულების ხარჯების სია, რა ხარჯები შეიძლება ბიზნესში ჩამოიწეროს?

ბიზნესში იგულისხმება ყველა სახის კორპორაცია და თვით-დასაქმებული, ასევე LLC და არ იგულისხმება W2-ზე მომუშავე დაქირავებული ადამიანები.

ბიზნესის მფლობელებმა ეცადეთ რაც შეიძლება კარგად მოამზადოთ ხარჯების სტრუქტურა, ჩაიხედეთ გასული წლის ბანკის ანგარიშებში, საკრედიტო ბარათების ამონაწერებში, და გააკეთეთ მონახაზი მაინც. რაც მეტად მომზადებული მიაწვდით დეკლარაციის მომზადებელს ინფორმაციას დეკლარაციის ხარჯებზე, მით უფრო მალე იქნება ის მზად და უფრო იაფი დაგიჯდებათ პროცესი. ასევე, თქვენი ბიზნესი და ხარჯები, თქვენზე კარგად არავინ არ იცის.

ბიზნესის ხარჯების განმარტება: It must be reasonable and necessary. It must be for goods, for business equipment and for services performed. ანუ ის უნდა იყოს ზომიერი და აუცილებელი ბიზნესითვი მუშაობისთვის.

ბიზნეს ხარჯად არ ითვლება ის ხარჯი, რაც ბიზნესს შემოსავალს არ უმატებს, და რაც ბიზნესის საჭიროებით არ წარმოიქმნა, მაგალითად მფლობელის რესტონის თანხა, ან ძვირფასი ტანსაცმლის ან და სამკაულების თანხა.

ბიზნესის ხარჯია ის დანახარჯი რასაც ბიზნესი ხარჯავს უფრო მეტი შემოსავლის გასაკეთებლად.

აქ მოგაწოდეთ ის სია, რასაც ყველაზე ხშირად მეკითხებიან. რა ხარჯები შეიძლება ბიზნესში ჩამოიწეროს?

იმისდამიხედვით, თუ რა ბიზნესი გაქვთ, ხარჯები შეიძლება სპეციფიკური იყოს, მაგრამ ამ სიაში ყველას იპოვით ზოგადად მაინც.

ეცადეთ იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი ხარჯების ერთეული და იმუშაოთ ამ ციფრებზე თქვენსავე სასარგებოდ.


1.ოფისის ქირა (ნაწილობლრივი სახლის ქირა თუ სახლიდან მუშაობთ)

2.ინტერნეტი

3. ტელეფონი

4. ტელეფონის აპარატის ფასი (იყიდეთ ამ წელს)

5. კომპიუტერის ფასი (იყიდეთ ამ წელს)

6. კომპიუტერულ პროგრამაში, და ასევე ანტივირუსში გადახდილი თანხები,

ოფისის კომუნალური ხარჯები

6 პრინტერი, ქაღალდის, კარტრიჯების და სხვა საკანცელარიო ნივთების, საფოსტო მარკების თანხა.

7 ოფისის ავეჯი, რემონტიც კი თუ ბიზნესიდან გაარემონტეთ.

8 ბიზნესის სხვადასხვა ლიცენზიაში, მძღოლის ლიცენზიაში გადახდილი თანხა.

9 ბიზნესისთვის მიღებული განათლება, კურსებში თუ წიგნებში გადახდილი თანხები.

მგზავრობა ბიზნესისთვის, ბილეთების, მეტროსდა უბერის თანხები.

10. ბიზნეს ლანჩების, ან ოფისში თუ მშენებლობაზე თანამშრომლების საკვების თუ ყავაში გადახდილი თანხები.

11. დამატებითი საკვების თანხები, რაც ბიზნესის გამო მოგიწიათ.

12. საჩუქარი თანამშრომლებისთვის, კლიენტებისთვის, დისპეჩერისთვისდა ასე შემდეგ.

13. ბანკის ყოველთვიური მომსახურების თანხა.

14. ბიზნეს სესხის პროცენტი, ან მანქანის სესხის პროცენტი.

15. ბიზნესის დაზღვევა,

16. საწვავი, შეკეთებისდა ნაწილების თანხა, მანქანის ინტერიერის წმენდის, და გარე რეცხვის, ზეთის გამოცვლის, ახალი ნაწილების, კამერის, ნავიგაციის, ლოქ-ბოქსის, ტექნიკური დათვალიერების, ლიცენზიის, და სხვა ბიზნესში გამოყენებული მანქანის თანხები.

17. Depreciation- ბიზნესის მანქანის ან სხვა მანქანა მოწყობილობების, ავეჯის თუ კომპიუტერების ცვეთის ხარჯები, რაც სპევიალურად IRS მიერ განსაზღვრულლი გაიდლაინით გამოითვლება ყოველწელს შენაძენის თანხის წლებზე გადანაწილების პრინციპით.

18. გარაჟის ქირა,

19. საწყობის ქირა,

20. ინვენტორის ფასი,

21. ბიზნესისთვის ადვოკატის და ბუღალტერის მომსახურებაში, ასევე კრედიტ ისტორიის გასუფთავებისთვის გადახდილი თანხა.

22. ბიზნესისთვის ტრეიბინგებში გადახდილი თანხა.

23. ხელფასები ან კონტრაქტორებისთვიოს გადახდილი თანხა.

24. კოვიდთან და პანდემიასთან დაკავშირებით ხელთათმანზე, პირსაფარზე, და დეზინფექციაზე გაწეული ხარჯები.

25. სამუშაო ტანსაცმელში, ფეხსაცმელშიდა სპეციალურ უნიფორმაში გადახდილი ხარჯები.

26. პეციალურ მანქანა-მოწყობილობებში და იარაღებში, რაც ბიზნესისთვის გჭირდებათ გადახდილი თანხები (GPS), საამშენებლო, სადურგლო თუ სხვა საქმიანობის იარაღები. ვენი, კიბე, მისაბმელი, და ასე შემდეგ.

27. თვითდასაქმებულებს შეუძლიათ პირად სამედიცინო დაზღვევაში გადახდილი პრემიუმის ხარჯებში ჩამოწერა ბიზნესიდან.

28. ქონების გადასახადი, თუ ბიზნესი ქონებას ფლობს, ასევე იპოთეკური სესხის პროცენტი.

29. რეკლამა და პრომოუშენში ასევე სპონსორობაში გადახდილი თანხა.

ვებგვერდი დიზაინის და ყოველთვიური თუ ყოველწლიორი გადასახადის თანხა.

თუ თანხებს კლიენტის კრედიტ კარტებიდან იღებთ, და კარტის მიმღებ აპარატს იყენებთ, ამ თანხების მომსახურებაში გადახდილი ყოველთვიური თანხა ბიზნესის ხარჯია (Merchant fee).

30. თუ კლიენტს ან მომავალ ინვესტორს სადმე დაპატიჯებთ, წარმოდგენაზე ან კონცერტზე, და იქ ბიზნესზე ლაპარაკობთ, ეს ბიზნეს ხარჯია, მაგრამ თუ ისე წახვალთ კონცერტზე, ეს პირადი ხარჯია და ბიზნესს არ აკლდება.

მივლინების ან ბიზნესის გამო სასტუმროში გაჩერების თანხები.

რაიმე ხარჯი რაც სხვისი ბიზნესისთვის გადაიხადეთ და მერე აგინაზღაურეს, შეგიძლიათ ჩამოწეროთ, რადგან შემოსავალში უკვე ჩაგეთვალათ ანაზღაურება აგალითად საწვავი ჩაასხით და მერე გადმოგირიცხეს).

31. ბიზნესის დაწყების, ინკორპორაციის ხარჯები.

32. გადახდილი შიპინგი, საკომისიო, წამახალისებელი თანხები.

33. დროებით სხვა შტატში ან სხვა ქალაქში ბიზნესისთვის დაქირავებული ბინის ქირა, საკვები, მგზავრობა.

და ა.შ.


მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent, authorized to practice before IRS.


https://www.irs.gov/publications/p535

https://www.freshbooks.com/hub/expenses/tax-deductions-small-business?fb_dnt=1

https://bench.co/blog/tax-tips/small-business-tax-deductions/

https://www.investopedia.com/articles/tax/09/self-employed-tax-deductions.asp




1,623 views
bottom of page