Dali Khokhobashvili
ბიზნესებს, რომლებსაც ლოკალური ნიუ იორკ სითის NYC მთავრობა ჰპირდება გრანტებს 25% დაკარგულ შემოსავალზე
მცირე ბიზნესებს, რომლებსაც ლოკალური ნიუ იორკ სითის NYC მთავრობა ჰპირდება გრანტებს 25% დაკარგულ შემოსავალზე, აუცილებლად უნდა ქონდეთ კვრატალური თუ თვიური ხელფასების დეკლარაციები (quarterly payroll tax) . ვინც ამ კვარტალურს უწყისების დეკლარაციებს არ აკეთებთ, და არც თანამშრომელი არ გყავთ, და არც თქვენი თავის არ უხდით ხელფასს და კვარტალურად არ იხდიდით ფედერალურ და შტატის გადასახადებს, ამ გრანტისთვის თქვენი ბიზნესი არ არის კვალიფიცირებული. ლოკალური სახელმწიფო მხოლოდ იმათ პირდება გრანტებს და ხელფასის დანაკარგის 40 % ანაზღაურებას ვისაც კვარტალური სახელფასო უწყისები და გადახდები ქონდა ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში, ან სულ მცირე 2020 წლის იანვარში დარეგისტრირდა და დაიწყო.
To determine your grant amount, you will need to upload:
· Your most recent two months of payroll records

ვისაც გქონდათ კვარტალური ხელფასის უწყისები (Payroll quarterly tax report) 2019 წლის ბოლო კვარტლებში ან თვეებში, ეს იქნება მთავარი დოკუმენტი 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან ერთად, რაც უნდა აიტვირთოს რომ გრანტზე განგიხილონ.
აქ მოტანილია ლინქი, სადაც კვალიფიცირებულმა ბიზნესებმა უნდა მიმართოთ ლოკალურ სახელმწიფოს დახმარებისთვის.
https://www1.nyc.gov/nycbusiness/article/nyc-employee-retention-grant-program
ფედერალური მასშტაბით არის ფედერალური სესხების შეთავაზება ბიზნესებისთვის. წინასწარი განზრახვით, სპეციალურად აქ არ ვტვირთავ იმ ლინქს სადაც ფედერალური სესხების შეთავაზებაა ბიზნესებისთვის, რათა ვინმე შეცდომაში არ შევიყვანო და არ მიმართონ ბიზნეს სესხს და ეგონოთ გრანტი. თუმცა ვისაც დაბალპროცენტიანი სესხის განზრახვა აქვს, თვითონ შეგიძლიათ მოძებნოთ ინფორმაცია sba.gov.