Dali Khokhobashvili
ახალი ვადები იმათთვის ვინც დარჩა $ 1200 მასტიმულირებელი ჩეკის გარეშე.
აშშ-ში პანდემიის Economic Impact Payment- ს განაწილების მერე კიდევ 9 მილიონი ადამიანია დარჩენილი რომლებსაც არ გაუკეთებით 2018 და 2019 წლის დეკლარაციები და არც მოუთხოვიათ კუთვნილი $ 1200.
IRS-მა ამ ინდივიდებისთვის უკვე წერილები გაამზადა სადაც მოუწოდებს რომ დარეგისტრირდნენ 15 ოქტომბრამდე როგორც NON-FILER, და დაელოდონ თავიანთ კუთვნილ $ 1200.
უკვე 7 მილიონმა ადამიანმა, ვისაც არ ჩაუბარებია 2018 და 2019 დეკლარაციები გამოიყენა ეს დ ასარეგისტრირებელი სისტემა და მიიღო კიდეც თანხა.
IRS განმარტებით ვისაც 2018 და 2019 წელს არ გაუგზავნია დეკლარაცია, ძნელია მათზე დადგინდეს ეკუთვნით თუ არა მაატიმულირებელი პაკეტი ინფორმაციის სიმცირის გამო. ამირომ IRS მოუწოდებს ყველას 15 ოქტომბრამდე, რომ სახელმწიფოს მიაწოდოთ თქვენზე ინფორმაცია. იმათ ვინც სცადეს და ვერ მისწვდნენ სისტემას, მოუწოდებს კიდევ სცადონ მეორედ დარეგისტრირება. კიდევ ერთხელ მოგაწვდით აქ ლინქს სადაც NON-FILER-ები უნდა დარეგისტრირდეთ:
https://www.freefilefillableforms.com/#/fd/createaccount
თუ ვერც ეხლა მოახერხეთ დარეგისტრირება, და არც წინა წლების დეკლარაციები გაქვთ გაკეთებული, მოითხოვეთ ის 2020 წლის დეკლარაციის შევსებისას. შეახსენეთ თქვენს დეკლარაციის პროფესიონალს.
დასკვნისთვის, IRS-მა მასტიმულირებელი პაკეტის მისაღებად ბოლო ვადა 15 ოქტომბერი გამოაცხადა. დაურიგებელი თანხები 2021 წელს განაწილდება 2020 წლის დეკლარაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ასევე, 2020 წელს დაბადებულ ბავშვებზე იგივე წესი ვრცელდება.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ENROLLED AGENT WITH IRS
https://www.irs.gov/coronavirus/non-filers-enter-payment-info-here
https://fox8.com/news/deadline-for-receiving-economic-impact-payment-is-oct-15-9-million-americans-to-receive-letter-from-irs/
