Dali Khokhobashvili
აშშ გადასახადის გადავადების მოთხოვნის ინსტრუქცია
ინსტრუქცია იმათთვის ვინც ვერ ასწრებს საგადასახადო დეკლარაიის 15 აპრილამდე გაგზავნას ( income tax extension in time) თუ ვერ მოახერხეთ დეკლარაციის გაკეთება და გაგზავნა 15 აპრილამდე, ფედერალურ და შტატის საგადასახდო სააგენტოებს დაწესებული აქვთ ჯარიმა დაგვიანებულ დეკლარაციაზე და იმას მაშინ მიიღებთ როცა დეკლარაციას ჩააბარებთ. აქ ატვირთულია ფედერალური და ნიუ იორკის ოფიციალური გადავადების ფორმები. ამობეჭდეთ და შეავსეთ და გაგზავნეთ. ივსება მხოლოდ პირველი გვერდის ბოლო გრაფები. შევსება ადვილია , მხოლოდ სახელს და გვარს, მისამართს და სოციალური ნომერს ითხოვენ. ამისთვის არავინ არ დაგჭირდებათ და თქვენ თვითონ შეავსებთ. ამობეჭდეთ, შეავსეთ ფორმები და გაგზავნეთ მითითებულ მისამართზე. ამით აიცილებთ თავიდან უსიამოვნებას. ფედერალური ფრორმა Form- 4868 ნიუ იორკის მკვიდრებისთვის ფორმა , Form-IT-307. ნიუ ჯერსის მკვიდრებისთვის ფორმა Form-NJ-670 აუცილებელია გაიგზავნოს ფედერალური (ყველასთვის) და იმ შტატის ფორმა, რომელშიც ცხოვრობთ და შემოსავალს აფიქსირებთ. ნახე სურათები თუ როგორ გამოიყურება ფორმები, აქვე ბმულებში არის ფორმები PDF ფორმატით. ამობეჭდეთ და გვერდის ქვედა ნაწილი შეავსეთ. ფორმა 4868 გასაგზავნი მისამართი:
Department of the Treasury, Internal Revenue Service Center Kansas City, MO 64999-0045 https://www.irs.gov/pub/irs-pdf/f4868.pdf
ფორმა IT-307 საფოსტო მისამართი: EXTENSION REQUEST–NR PO BOX 4126 BINGHAMTON NY 13902-4126 https://www.freetaxusa.com/FreeTaxUSA/formdownload… აუცილებლად შეინახეთ ასლი და ფოსტის დასტური გაგზავნისთვის. ჩვეულებრივი საფოსტო მარკითაც შეიძლება გაგზავნა, მაგრამ სერტიფიცირებული ფოსტა უკეთესია. იკითხეთ ფოსტაში ეს რას ნიშნავს და აგიხსნიან.