Dali Khokhobashvili
აღებული SBA Economic Injury Disaster loans (EIDL) სესხის უკან გადახდის თაობაზე.
ვისაც გაქვთ აღებული SBA Economic Injury Disaster loans (EIDL) სახელმწიფო სესხი ბიზნეს კორპორაციაზე თუ თვითდასაქმებაზე (Schedule C) და გაინტერესებთ გადახდა როგორ უნდა მოხდეს და საიდან, აქ არის ლინქი მოცემული, სადაც უნდა შეხვიდეთ და გადახდა დაიწყოთ. მარტივი ფორმებია შესავსები, სადაც უნდა ჩაწეროთ სესხის ნომერი, თქვენი ბანკის ინფორმაცია, მისამართი, მსესხებელი (კორპორაცია თუ ინდივიდუალი)
https://www.pay.gov/public/form/start/3723407
რამდენი უნდა გადაიხადოთ ყოველთვე, ამისთვის ნახეთ თქვენი კონტრაქტი და მინიმუმი ყოველთვიური გადასახადი მაინც გადაიხადეთ, თუმცა თუ ცოტა მაინც მეტს გადაიხდით ყოველთვიურად, ეს თქვენს ისტორიაზე დადებითად აისახება.
ვინ როდის იწყებს გადახდას, ეგ დამოკიდებულია თუ როდის აიღეთ სესხი და, აქედან გამომდინარე, ყველას სხვადასხვა დრო ექნება. ზოგადი რჩევა არის ის, რომ ბოლო წუთამდე ნუ მიიყვანთ გადახდის დაწყებას, რადგან არასოდეს არ ყოფილა ამ სესის პატიებაზე ლაპარაკი კონგრესში და მთელი სიმკაცრით მოხდება მის უკან გადახდის მოთხოვნა. უამრავმა ადამიანმა მიიღო ბილი უკვე გადასახადის დაწყების ვადით ჯერ კიდევ პირველ რაუნდზე, მაგრამ რადგან სესხის მოდიფიკაცია მოხდა, და მეორე რაუნდზე კიდევ დარიგდა თანხები, გადახდის ვადებიც მოდიფიცირდა და გადაიწია.
ყოველი შემთხვევისთვის, ვისაც გადახდის დაწყება გინდათ, ამ ლინქის გამოყენებით შეგიძლიათ.
გაფრთხილება: ძებნისას საძებნ ველში ვებ გვერდის მისამართს რომ ჩაწერთ და მოძებნით, გვერდს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ https://www.pay.gov....... და არასოდეს pay.com. ანუ უნდა გამოიყენეოთ სახელმწიფოს ოფიციალური გვერდი და არა კომერციული. არ შეგეშალოთ და სადმე იმიტირებულ გვერდზე არ გადაიხადოთ და ბანკის ინფორმაცია მიაწოდოთ.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, EA with IRS
source : https://www.sba.gov/funding-programs/loans/make-payment-sba#section-header-2
